14:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 09:32:19, 1706 ნახვა

პოლიტიკა
მელია - როდესაც კიევი იბომბება, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნებას“, მისცენ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება აშშ-ში ან ევროპაში

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას, გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, „თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა“.

„დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება საერთო თავისუფლებისათვის ბრძოლას, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი ყოველღიური მიმართვისას საკითხის არსებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში.

ოცნების ხელისუფლებას ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებს ევროპის საბჭო და ყველა მეგობარი ქვეყანა, მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

დრო არ ითმენს, საქართველოში არ უნდა განმეორდეს 1993 წლის 31 დეკემბრის ტრაგედია. ახალ წელს ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისაკენ და არა უკან, რუსული სიბნელისაკენ, რადგან დღეს გვაქვს დიდი შანსი და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო თანადგომა - აღმოვჩნდეთ ისტორიის სწორ მხარეს და ვიაროთ წინ, ევროპული მომავლისა და განვითარებისაკენ.

სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია!

ძალა ერთობაშია!“,- წერს მელია.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics