|
2022-12-19 20:13:47, 1525 ნახვა
პოლიტიკა
კირთაძე ინციდენტის შესახებ - ყველაფრის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კირთაძე ბათუმის პოლიციის მთავარ სამართველოში დაკითხვაზე იმყოფება, ამ დრომდე იკითხება ინციდენტში მონაწილე ორი პირი. კირთაძის თქმით, მომხდარი ფაქტი არის ორგანიზებული, რომლის უკანაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დგას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნება სურვილის ასრულებს და არანაირი სახის კავშირი არ აქვს უსაფრთხოებასთან. "საბოლოო ჯამში კარგად ჩანს, რომ იქ მას ახლდა თანმხლები პირები, რომლებიც ასევე ტელეფონით ცდილობდნენ ამ ყველაფრის გადაღებას. ცალსახად ჩანდა, რომ ეს იყო ორგანიზებული, აბა სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ადამიანი ქუჩაში კვერცხებჩაწყობილი დაიარება... ეს ყველაფერი არის ორგანიზებული, ამაში ვარ დარწმუნებული, არაფერს ვერჩი იმ ახალგაზრდაა ბიჭებს პოლიციიდან ვინც იქ მოვიდნენ, თუმცა რა უნდა გამოიძიოს ამ ხალხმა, მისი უფროსების გაცემულ დავალებას ასრულებდა. კონკრეტულად ეს კაცი და არასდროს შემხვედრია ალბათ ცხოვრებაში, მე მას ალბათ არ ვიცნობ. მე მგონია, რომ ყველაფერი რაც ხდება ამ ქვეყანაში ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური , რომელიც ბიძინა ივანიშვილის ნება სურვილის აღმსრულებელია და არანაირად არ უკავშირდება ამ ქვეყნის უსაფრთხოებას" - განაცხადა კირთაძემ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)