|
2022-12-19 15:06:52, 1630 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით
„საქართველო სულ უფრო მეტად საინტერესო ბაზარი ხდება არამხოლოდ სტანდარტული ტიპის ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის, არამედ ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის, მათ შორის ფინტექის მიმართულებით. ამას ხელს უწყობს როგორც ზოგადი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ასევე მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც ქმნის ფინტექებისა და ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებისადმი მიმზიდველ სამართლებრივ ჩარჩოს. ამ მხრივ შეიძლება ხაზი გაესვას მიმდინარე წლის შემოდგომაზე ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანების ფარგლებში მიღებულ მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა თურქეთის უმსხვილესი კომპანია United Payment-ის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. თურქული კომპანია საქართველოში საქმიანობის დაწყებას და ფინანსური ტრანზაქციებისთვის ინოვაციური პროდუქტების, ფინტექსერვისების ახალი, ფართო სპექტრის დანერგვას აპირებს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, United Payment-ს საკმაოდ საინტერესო პორტფელი აქვს სერვისების მიმართულებით და ის აქტიურად ფართოვდება რეგიონში, მათ შორის აზერბაიჯანში, რუმინეთში და სხვადასხვა ქვეყნებში. „საკმაოდ საინტერესო საუბარი გვქონდა როგორც კომპანიის მომავალ გეგმებზე საქართველოში, ასევე მათ თანამშრომლობაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ქართული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და პერსპექტივების თაობაზე" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექი) როლი და განვითარების დონე მსოფლიოს ბაზრებზე ძალიან სწრაფად იზრდება - ფინტექკომპანიები აწარმოებენ ფინანსურ მომსახურებას კომპიუტერული პროგრამისა და ტექნოლოგიების მეშვეობით, რის შედეგადაც მომხმარებელს შეუძლია, უფრო მარტივად და სწრაფად დაგეგმოს, მართოს და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები. აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის დროულ ინფორმირებას, რაც, შესაბამისად, ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს მომსახურებას.
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)