|
2022-12-19 12:20:52, 1705 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ნოემბერში ტურიზმისა და გზავნილების კვლავ ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები, მიგრაციის ეფექტის ჩათლით, 2019 წლის იმავე თვის 151%-ს გაუტოლდა მაშინ, როდესაც წინა თვეში ანალოგიური მაჩვენებელი 126%-ს შეადგენდა. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შემოდინებები რუსეთის კონტრიბუციის შესაბამისი შესწორების შემდეგაც ძალიან მაღალი იყო. ექსპორტისა და იმპორტის მხრივ, წინა თვესთან შედარებით, საგარეო ვაჭრობამ იმატა, თუმცა საერთო ტენდენციას უფრო ზომიერი შეიძლება ეწოდოს, რაც ძირითადად საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზების შედეგია. ექსპორტის, იმპორტის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი ნოემბერში გაუარესდა, თუმცა უფრო სეზონური ფაქტორების გამორიცხვის გარეშე. თავისთავად, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, ამას ლარზე უარყოფითად არ უმოქმედია. ასევე, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდაც, აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით, საკმაოდ მასშტაბური ინტერვენციების ფონზე, სიახლეს არ წარმოადგენს. ისევე, როგორც მე-3 კვარტალში დაფიქსირებული საშუალო ხელფასის 16.5%-იანი მატება, რაც „თიბისი კაპიტალის“ აზრით, მომავალ წელს, ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის დანორმალიზებასთან ერთად, უფრო ზომიერი ნიშნულით განისაზღვრება. შესაბამისად, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მარტში პირველ შემცირებასთან და მანამდე უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით დღესაც უცვლელია. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
ყირიმში დრონების თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგია და ინტერნეტი გაითიშა
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)