21:40 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-18 13:42:44, 3958 ნახვა

Lifestyle
ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს

21-წლიანი თავდადებული და ერთგული მუშაობის შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის პოსტს ტოვებს,- ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

ჰოლივუდის მსახიობი აცხადებს, რომ აჩერებს თანამშრომლობას გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს და დაცვას მთელს მსოფლიოში, თუმცა მისიას UNHCR-ის წარმომადგენლად განაგრძობს, რათა ჩაერთოს ჰუმანიტარული ღონისძიებების ფართო სპექტრში.

"ლტოლვილთა უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხარდამჭერი, ქალბატონი ჯოლი გააგრძელებს მუშაობას უფრო თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური საერთაშორისო სისტემის შესაქმნელად. იმ დროს, როდესაც მსოფლიო რთული, მრავალმხრივი და ურთიერთდაკავშირებული კრიზისების წინაშე დგას, ის გეგმავს აქტიურ მონაწილეობას ჰუმანიტარული საკითხების უფრო ფართო სპექტრზე, ისევე როგორც ადგილობრივ ორგანიზაციებთან უფრო უშუალოდ მუშაობას. მისი პორტფელი კვლავაც მოიცავს ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილების საკითხებს",- ნათქვამია გაეროს განცხადებაში. 

ანჯელინა ჯოლი გაეროში 2001 წლიდან მუშაობს. 2012 წელს კი ის სპეციალურ წარმომადგენელად დაინიშნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics