|
2022-12-17 15:58:17, 2054 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის ბიუჯეტის ზრდამ სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების 20 პროცენტით გაზრდის საშუალება მოგვცა
სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო კვარტალში 10 პროცენტით, დაახლოებით, 90 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი 6 პროცენტით მეტია, ვიდრე მიმდინარე. აღნიშნულმა სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების 20 პროცენტით გაზრდის საშუალება მოგვცა; ასევე, რესურსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა მოგვეცა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვის თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვანი სიახლეზე ისაუბრა, როგორიცაა გარკვეულ კატეგორიებზე კომპენსაციების ოდენობის ზრდა. „ჩვენ არსებითად გავზარდეთ როგორც საბრძოლო მოქმედებების, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ-დაშავებულთა კომპენსაციები. ყველა ამ სახის კომპენსაცია დაახლოებით გავაორმაგეთ. კომპენსაციები საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა შემთხვევაში არის 100 000 ლარი, ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაწესდა. ამ შემთხვევაში იზრდება პირთა წრე და გულისხმობს სამოქალაქო პერსონალსაც, რომელიც მონაწილეობს მხარდამჭერ კომპონენტში საბრძოლო მოქმედებებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)