14:57 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 14:11:43, 912 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე რატი ბრეგაძეს - ადამიანი, რომელსაც გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა, აქ არ უნდა იდგეს

მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ახლა პროკურორისა და გამოძიების კითხვებს  უნდა პასუხობდეს, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ იუსტიციის მინისტრს, რომელსაც "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. 

ხატია დეკანოიძის თქმით, რატი ბრეგაძეს მოუწევს წარსდგეს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე და მათ შორის გახდება გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში.  

"ახლა წარმოდგენილი მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე და უნდა პასუხობდეს ახლა პროკურორის და გამოძიების კითხვებს და არა იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას აყრიდეს ნაცარს. ადამიანი, რომელსაც პირდაპირ გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა, აქ არ უნდა იდგეს. ბატონო რატი, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, და ძალიან ბევრი ის ადამიანი, მათ შორის სანქციებით, მათ შორის იქნები გამოძიების უშუალო ობიექტი სისხლის სამართლის საქმეში სააკაშვილი-რატი ბრეგაძე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი",- თქვა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს  „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. 

პროტესტის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებითა და ბანერით - „ნუ კლავთ!“ მივიდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics