10:51 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 22:17:33, 2436 ნახვა

პოლიტიკა
ახალი წლიდან აშშ გეგმავს უკრაინელი სამხედორების გაორმაგებულ მომზადებას

ახალი წლიდან აშშ გეგმავს გააფართოვოს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამა, რათა ყოველთვიურად 600-800 ადამიანი გადამზადდეს, რაც რეალურად იქნება სრული ბატალიონის შეესაბამისობაში. ახლა პენტაგონი თვეში 300-მდე უკრაინელს წვრთნის, სწავლება გერმანიაში მიმდინარეობს და კვლავ იქ გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

ახალი, გაფართოებული პროგრამა ითვალისწინებს მსხვილ ჯგუფებში მომზადებას,მომზადებას გაივლიან ბავარიაში მდებარე ამერიკულ გრაფენვოჰრის ბაზაზე, სადაც არის არმიის საწვრთნელი მოედანი და იქვეა განთავსებული უკრაინის არმიის მომზადების მრავალეროვნული ჯგუფის შტაბი.

New York Times-ის წყაროები ამბობენ, რომ ახალი პროგრამა დიდწილად აღადგენს ამერიკულ სასწავლო გეგმას, რომელიც 2015 წლიდან მოქმედებს ლვოვის რეგიონში, იავოროვის სასწავლო მოედანზე. ეს პროგრამა 27 000-მა უკრაინელმა სამხედრომ დაასრულა. დაახლოებით 150-მა ამერიკელმა ინსტრუქტორმა ნაჩქარევად დატოვა უკრაინა თებერვლის დასაწყისში, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics