|
2022-12-15 21:35:11, 1294 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის
ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ. მისივე თქმით,ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა პენიტენციურის კადრების გამოქვეყნებით,იყო ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი და წამება,არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ,არამედ სახელმწიფოს ბედის და მან დასძინა,რომ ისინი ამ ბედთან თამაშობენ. "ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან... არის ღია კონტექსტი, არის დახურული კონტექსტი, ბევრი რამ გაცხადებულია მაგრამ მიზანი ჩანს ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი თავისი სახელით უნდა იყოს სახელდებული. ეს იყო ემოციური, მორალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ბევრი, ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი და წამება, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ბედის წამება იყო და ამ ბედთან თამაშობენ." - განაცხადა ნიკა მელიამ.
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
გუდაურსა და კობს შორის, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)