02:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 17:09:49, 391 ნახვა

საზოგადოება
მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  GIZ-ის ექსპერტებთან ერთად საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის,  ამ სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების,  მათი გადაჭრისა და დარგის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა  გამართა.

სემინარზე გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტი და რეკომენდაციები განხილული იყო, რომლებიც მათ საქართველოში მიწის ადმინისტრირებისა და მართვის სისტემის შეფასებისას შეიმუშავეს.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში,  ეკონომიკური განვითარების მიზნით,  ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, მიწის ადმინისტრირების სისტემაშიც სხვადასხვა ინოვაცია დაინერგა, თუმცა დარგის ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება არასრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, საკადასტრო მონაცემები და მიწის სრული  საინფორმაციო სისტემის არარსებობა.  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ამჟამად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სრულყოფილი მონაცემთა ბაზის  შექმნა და ამ კუთხით არსებული ხარვეზების გამოსწორება წარმოადგენს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, სააგენტოს, როგორც უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოს მიზანია, ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავსად, იყოს ისეთი სრულყოფილი და განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ მომსახურებას დააკმაყოფილებს.

„მიწის ადმინისტრირება ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს, ამიტომ მნიშვნელოვანია სააგენტოსთან ერთად ამ სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობა დარგში მომუშავე ექსპერტებმა მიიღონ, რათა ერთობლივად განვსაზღვროთ სისტემის მუშაობის ერთიანი პრინციპი და მიდგომა. ამ სტრატეგიის განხორციელება  და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სააგენტოს მთავარი პრიორიტეტია, რაც კიდევ უფრო შეწყობს ხელს მიწის ადმინისტრირების სისტემის გამართვასა და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას“, -აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.

 „მიწის ადმინისტრირების სისტემის სრულყოფილი მონაცემთა ბაზა მიწასთან დაკავშირებულ მონაცემთა ღირებულების გაზრდისთვის  უამრავ ახალ შესაძლებლობას შექმნის და უზრუნველყოფს სანდო და უტყუარ საფუძველს მიწაზე უფლებების შეძენის, სარგებლობისა და განკარგვისთვის. მიწის სრულყოფილი საინფომაციო სისტემა კი ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას, მიწის პროდუქტიულად გამოყენებას,  მიწის რესურსების დაცვას, გარემოს დაცვის მონიტორინგს და იპოთეკური ბაზრის განვითარებას, რაზეც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ეკონომიკის განვითარება“, - აცხადებენ საჯარო რეესტრში.

შეხვედრაში მონაწილეობას  საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, თბილისის მერიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იღებდნენ.

მიწის ადმინისტრირების განვითარებასთან დაკავშირებით სემინარი პროექტის „სამართლისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics