16:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 23:00:02, 1737 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე პენიტენციურის კადრებზე - ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული

ამ კადრების გავრცელება არის სისხლის სამართლის დანაშაული. პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეო მასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. შემდეგ ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციურის კადრებზე.

მისივე თქმით,გავრცელებული კადრები არის მონტაჟი,რომელიც სხვადასხვა პერიოდში არის გადაღებული,თავს იყრის ზაფხულის,შემოდგომის და ზამთრის პერიოდი, და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა.

"ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ანუ, პატიმრის ნებართვის გარეშე მოხდა ამ ვიდეომასალის, ანუ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. მერე ამას დავამატოთ ისიც, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის... შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით როგორიც ხელისუფლებას აწყობდა.

გუშინ საღამოსვე უკვე ცხადი იყო ბატონ რატი ბრეგაძის განცხადებით, რომ ისინი დღეს არანაირი პროცესის გამართვას არ აპირებდნენ და პროცესის ჩაშლის შემდგომ აი, ამ კადრების, დამონტაჟებული კადრების გამოქვეყნებას გეგმავდნენ. ქართულ პოლიტიკაში ეს სამწუხაროდ არახალია, ჩვენ არაერთხელ გვინახავს მსგავსი მანიპულაციები, თუმცა მიზანი ამის გახლავთ ერთი - თუ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მოვიდოდა ან მას ჩართავდნენ, მაშინ საზოგადოება დაინახავს მის ვიზუალურ მდგომარეობას, თუმცა ამით ახლა ხელისუფლება გვეუბნება, რომ იცით რა, ის სიმულანტობს, სინამდვილეში არის კარგად, მაგრამ მე მათ უნდა ვუთხრა, რომ ისინი შეცდნენ. პირიქით, ამ კადრებს ვინც უყურებს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობ და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულს და ბოტებს და ა.შ., პირიქით ეს არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ცუდად არის. ჩვენ ვითხოვთ, მოგვეცით საშუალება ჩატარდეს სასამართლო პროცესი, სასამართლო პროცესზე ექსპერტები გააჟღერებენ იმ დიაგნოზებს, რა დიაგნოზებიც აქვს დასმული ბატონ სააკაშვილს, იქნება ეს ნევროლოგიური კუთხით, გასტროლოგიური კუთხით და ასე შემდეგ." - განაცხადა ხაჭაპურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics