16:52 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 09:14:16, 2748 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - არ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი უკანონო მიზნებისთვის გამოიყენება

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იარაღი, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარების სახით მიეწოდება, არასწორად ან უკანონო მიზნებისთვის გამოიყენება.

როგორც პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ფაქტს ბრძოლის ველზე არსებული შედეგები ადასტურებს. 

"ამჟამად, ჩვენ არ გვაქვს რაიმე სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, იყო თუ არა უკრაინაში დახმარების უკანონო მიზნებისთვის გადამისამართების შემთხვევები და ვფიქრობ, ამაზე ბრძოლის ველზე შედეგები თავისთავად მეტყველებს", - განმარტა პენტაგონის სპიკერმა.

რაიდერის თქმით, უკრაინა ძალიან ეფექტურად იყენებს გადაცემულ დახმარებას თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. 

„ჩვენ ვაგრძელებთ იმის დანახვას, რომ უკრაინელები იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა აძლევს მათ. ისინი ამას ძალიან ეფექტურად იყენებენ თავიანთი სახელმწიფოს დასაცავად და სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics