16:34 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 13:18:00, 960 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - სირცხვილია, არ შეიძლება 400 დღე საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო

400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

კობახიძის თქმით, ციხეში არის ის პირობები, რომელიც უნდა იყოს და დაცულია ადამიანის უფლებებიც. 

“მე ამ თემაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. რაც შეეხება სახელმწიფო პასუხისმგებლობას, სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან. ციხეში არის ის პირობები, რომელიც უნდა იყოს და ადამიანის უფლებები არის, რაც მთავარია, დაცული. სახელმწიფო მოქმედებს პასუხისმგებლობის შესაბამისად. 

400 დღე არ შეიძლება ადამიანის სიკვდილზე ისაუბრო, ეს არის სირცხვილია, 400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე ისაუბრო. კარგი რა, 400 დღე რა დღითიდღე მძიმდება?!”,- განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. 

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.  

 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics