|
2022-12-12 11:38:52, 1553 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - ვისურვებდი, რომ პატიმარმა უკეთესი თანამშრომლობა იქონიოს სამედიცინო პერსონალთან
ყველანაირი ტიპის წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა განაახლოს თანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან, ვინაიდან ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. „ყველანაირი ტიპის წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, ვინაიდან მოსამართლეს სჭირდება მშვიდ გარემოში გადაწყვეტილების მიღება დოკუმენტებზე დაყრდნობით, ხოლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოსამართლე შემდეგ იმუშავებს ხოლმე გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის საფუძველზე. შინაგანი რწმენა კი, არ ყალიბდება აჟიოტაჟის ფონზე და არ ყალიბდება გარკვეული ზეწოლის ფონზე, რომლადაც, ასევე, შეიძლება, ჩაითვალოს ზოგადად განცხადებები, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. მე ვისურვებდი ერთადერთ რამეს, რომ პატიმარმა განაახლოს თანამშრომლობა და კიდევ უკეთესი თანამშრომლობა იქონიოს სამედიცინო პერსონალთან, ვიდრე აქამდე ჰქონდა, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამოაცხადა და ევროპის მონაწილეობით მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა დაანონსა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)