17:32 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-12 09:54:43, 1701 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილი მაკრონს

მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წერილს უგზავნის და დახმარებას სთხოვს. 

წერილში სახელწოდებით "SOS" ექსპრეზიდენტი წერს, რომ ვლადიმერ პუტინი თავის მთავარ მტრად მიიჩნევს და საჯაროდ დაჰპირდა, რომ მოკლავდა. 

"მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის. რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თავის ერთ-ერთ მთავარ მტრად მთვლის, ის საჯაროდ დამპირდა რომ მომკლავდა, მე ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. 

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა 14 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.  

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics