00:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 12:43:32, 1341 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - თუ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან

მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედში" გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს.

მისი თქმით, ფოტოები არ ასახავს იმ რეალობას, რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.

„ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა,  მეც არ ვიცოდი, არავინ არაფერი იცოდა და მე არ ვიცი, საიდან მოხდა ეს, როგორი და რა ფაქტია საერთოდ? რა მიზანს ემსახურება ვერ გავიგე. იმიტომ, რომ ფოტო რომელიც მე ვნახე, ის არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის დღეს იმის ლანდი.

მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან“,- განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" კლინიკა "ვივამედში" გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა, რომელიც 29 აგვისტოთი თარიღდება.

ტელეკომპანიამ პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფოტოები ერთი თვის წინ იყო გადაღებული, მოგვიანებით შეასწორა და დამადასტურებელი ფაქტი, სურათების გადაღების თარიღი გამოაქვეყნა. 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics