|
2022-12-10 11:25:17, 1488 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ინერტული ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას იწყებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. „ინერტული ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ამ ტიპის ნარჩენები დიდი რაოდენობით გროვდება და, ხშირ შემთხვევაში, მათი განთავსება მუნიციპალურ ან სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე ხდება; მათი არევა სხვა ტიპის ნარჩენებთან კი, გარემოსთვის ცუდი შედეგის მომტანია. სამინისტრო ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს. ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი უკვე ავსახეთ ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში. გარდა ამისა, ეს საკითხი 2020-30 წლების სტრატეგიაში გამოვყავით როგორც მიზანი და ცალკე მოვახდინეთ ფოკუსირება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ინერტული ნარჩენების აღრიცხვა და მართვა. ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევა მოამზადა. პროცესში სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და მომავალშიც ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ, რათა მივიღოთ პოზიტიური შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ინერტული ნარჩენი ხასიათდება ცირკულარობის ყველაზე მაღალი სტანდარტით, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოხდება მათი გადამუშავება და იმ სექტორის წახალისება, ვინც ინერტულ ნარჩენებს გადაამუშავებს. ეს არის ინტერსექტორალური საკითხი და არა რომელიმე დარგის პრეროგატივა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. თემატური მოკვლევის „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიში საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით შემუშავდა.
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)