01:33 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 17:29:16, 2665 ნახვა

ომი უკრაინაში
დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო ეს? - პუტინი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე

დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო ეს? - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პუტინმა თქვა, დარტყმები ენერგოსისტემაზე არის პასუხი რუსეთის ობიექტებზე, მათ შორის ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმებზე.

"ახლა დიდი ხმაურია მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩვენი თავდასხმების გამო. დიახ, ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ მოხვდა ყირიმის ხიდზე, ვინ ააფეთქა ელექტროგადამცემი ხაზები კურსკის ატომური ელექტროსადგურიდან, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? არავის არაფერი უთქვამს ამის შესახებ არსად. როგორც კი, გადავალთ და საპასუხოდ რაღაცას ვაკეთებთ - ხმაური, ხმაური მთელ სამყაროში", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს  რუსეთს საბრძოლო მისიების შესრულებაში ხელს არ შეუშლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics