12:38 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 12:10:36, 1879 ნახვა

რეგიონი
ქედაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა

ქედაში, ZOOM პლატფორმის საშუალებით ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გენდერული სტერეოტიპებისა და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე  მუნიციპალიტეტებში   ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართა. 

შეხვედრაზე ისაუბრეს კვლევების შედეგებზე, სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ზეგავლენაზე ასევე,  ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის სამომავლო გეგმებზე და მნიშვნელობაზე. ტრენინგს უძღვებოდნენ: ლელა ხომერიკი, მაია კუპრავა-შარვაშიძე და სანდრო სვანიშვილი.

ღონისძიებას  ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის, სამთავრობო უწყების, რესურსცენტრის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოსა  და ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის წევრები. 

პროექტის მიზანია, კვლევებზე დაფუძნებული, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კვლევები საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, პროექტის ფარგლებში  „ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი პოლიტიკის განხორციელებაში" ჩაატარა.

პროექტის მხარდამჭერია დანიური ორგანიზაცია KVINFO და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიება ქედის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics