01:33 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 09:33:42, 2064 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1 888 დასახლებული პუნქტის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 1 888 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რუსულ ოკუპაციაში კვლავ რჩება.

"ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1 888 დასახლებული პუნქტის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მაგრამ თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომელთა გადარჩენაც შეიძლებოდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომელიმე ჩვენიანი მივატოვოთ რუსულ ოკუპაციაში, არც ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც ათასობით ადამიანი უკვე გაქრა და არც რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელი ძალით გაიყვანეს. ჩვენ შეგვიძლია მათი გათავისუფლება. ამაზე დგას ჩვენი იმედი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 თებერვალს დაწყებული "ტოტალური ომი" უკრაინელებისთვის  ომია "გადარჩენისთვის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics