18:23 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 21:21:15, 1134 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სომხეთის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ედუარდ ასრიანი იმყოფებოდა. სომეხ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კოლეგებმა შეხვედრა გამართეს. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაურებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გენერალ-მაიორმა ედუარდ ასრიანმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და სერჟანტთა აკადემიასაც ესტუმრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics