|
2022-12-07 17:43:15, 1210 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მინდა სააკაშვილს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვო
მინდა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ადამიანმა ადამიანს, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა ყველა პატმრის კონსტიტუციური უფლება დაცული იქნას. "სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან, იყო ილუზიები, რომ ერთ თვეში უნდა გამოსულიყო გარეთ - ერთ თვეში, ორში, სამში და თავის თავს აჯერებდა, რომ ისე "კარგად თამაშობდა" და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა - შიმშილობს, ცუდად არის და გაუშვებდნენ. ეს არ და ვერ მოხდება, რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, რომ კანონზე მაღლა დადგეს", - თქვა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონსილიუმის დასკვნა არ აინტერესებს. მისივე თქმით, არ უნდათ, რომ სააკაშვილს საქართველოში უმკურნალონ, რადგან მთავარი ამოცანა მისი გათავისუფლებაა. "მე მოვისმინე, რომ ბ-ნი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? მე არ ვარ ექიმი. ბ-ნი რატი ბრეგაძე გამოვიდა და გაუკეთა საჯარო შეთავაზება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ, რომ სააკაშვილს საქართველოში უმკურნალონ ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკააშვილის გათავისუფლება", - თქვა მთავრობის მეთაურმა. შეკითხვაზე, როგორც პრემიერ-მინისტრი, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდება, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: "მე ნამდვილად ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. სიცოცხლე უფალს აბარია".
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)