19:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 09:22:16, 1745 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - პუტინი რუსებს მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ამზადებს

ვლადიმერ პუტინის რეჟიმი რუსებს, სავარაუდოდ, მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადებისთვის ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, არც გენერალური მობილიზაცია და არც უკრაინის ომის ოფიციალური გამოცხადება არ დაეხმარება „მსოფლიოს მეორე არმიას“.

მათივე თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მშვიდობიან პერიოდში შეუძლია ერთდროულად არაუმეტეს 130 000 წვევამდელის მომზადება, მათი პროფესიონალურად მოსამზადებლად მინიმუმ სამი თვის დახარჯვაა საჭირო.

მაშასადამე, მობილიზაციის წარმატება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის არმიის სარდლობის უნარზე, ჩადოს დრო და რესურსები თავის პერსონალში. თუმცა, რუსებს არ აქვთ გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა.

აღსანიშნავია, რომ თავად კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადებას უარყოფს.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით. ეს მორიგი “პროვოკაციებია” და მათი იგნორირებისკენ მოუწოდა.

ამასთან, როგორც ISW-ში აღნიშნავენ, ეს განცხადება სავარაუდოდ მიზნად ისახავს როგორც რუსული ოპოზიციის, ასევე იმ წყაროების გავლენის დისკრედიტაციას, რომლებმაც შეიტყვეს მობილიზაციის გეგმების შესახებ.

ამის პარალელურად, პუტინი „მობიკებსა“ და მათ ოჯახებში საპროტესტო განწყობის ჩასახშობად ემზადება. კერძოდ, დიქტატორმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს აქციების გამართვას სამთავრობო შენობებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, პორტებში, მატარებლის სადგურებსა და ეკლესიებში.
გააქტიურდა რუსული პროპაგანდაც, რომელიც აქტიურად საუბრობს „უკრაინის სახმელეთო საფრთხეზე რუსეთის ტერიტორიაზე“. 

მოსკოვის ჩინოვნიკებმა კი სპეცოპერაციის რეკლამა მთელ ქალაქში გაავრცელეს.
ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საინფორმაციო პირობები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რუსები დაარწმუნონ დამატებითი მობილიზაციის აუცილებლობაში. კრემლი ძირს უთხრის მის სანდოობას მობილიზაციის გამოცხადებით, რომელიც უარყოფილია.

ექსპერტები თვლიან, რომ კრემლი რისკავს კიდევ უფრო შეარყიოს მისი სანდოობა იმ მობილიზაციის გამოცხადებით, რომელიც საგულდაგულოდ უარყო.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც ასიათასობით კაცმა ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, შოიგუს სამინისტრომ მინიმუმ 492 000 მობილიზებული შეაგროვა.
მომზადების ნაკლებობის გამო, მობილიზებულები პუტინისთვის პრობლემად იქცნენ და არა მხარდაჭერად.

გარდა ამისა, მოახლოებული ბრძოლის ველის კოლაფსის ფონზე, კრემლმა გააძლიერა მცდელობები უკრაინასთან „დიალოგის“ დასაწყებად - მაგრამ კვლავ დაჟინებით მოითხოვდა თავის ულტიმატუმს ქვეყანაში დონბასის და ზაპოროჟიეს რეგიონების „შეერთების“ შესახებ. 

ამრიგად, პუტინს სურს „იყიდოს“ დრო უკრაინასთან ომის შემდეგი ეტაპისთვის მოსამზადებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics