20:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 14:39:12, 1552 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. PET კვლევის დაფინანსებას ზრდის

2023 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსებას 90-100 % - მდე გაზრდის. ასევე კვლევა დაუფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. 

საქართველოში PET კვლევის დაფინანსება პირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის წინ დაიწყო. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით. 

PET-CT (Discovery 710) პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა. ახალ სერვისს ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე გაეცნო.

,,უპირველესად, სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას ამ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობისთვის. ერთის მხრივ კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ონკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში, მეორე მხრივ სერვისის მიღება უკვე ხელმისაწვდომია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიული, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების პროგრამების ფარგლებში, აღნიშნულ კვლევას 2018 წლიდან აფინანსებს, დღემდე ჩვენს ბენეფიციარებს სერვისის მისაღებად დედაქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მომავალი წლიდან სამინისტრო გაზრდის როგორც ბენეფიციართა რაოდენობას, ისე დაფინანსების მოცულობას“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

 ე.წ. PET კვლევის დაფინანსებით 2018 წლიდან დღემდე ჯამში 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 210 ლარი გამოიყო.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics