|
2022-12-06 13:56:05, 1837 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინის ვიცე-პრემიერის დაუსწრებლად დაკავებას ითხოვს
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ემინე ჯაფაროვას დაუსწრებლად დაკავებას ითხოვს. ვერეშჩუკსა და ჯაფაროვას ბრალად ედებათ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.2 მუხლით) და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ორივე საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ამასთან, ФСБ რაიონულ სასამართლოს სთხოვს, ბრალდებულის დაკავებას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაცემის ან დეპორტაციის მომენტიდან. გარდა ამისა, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში მითითებულია, რომ ვერეშჩუკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ არ არის მითითებული რომელი მუხლით. ამავე დროს, ჯაფაროვა ჯერ არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)