|
2022-12-05 15:11:36, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ
ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში "ომის პარტიის" წარმომადგენლებს მიჰყავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, "ომის პარტიამ" ომის დაწყების შემდეგ, არაერთი პროვოკაციის მოწყობა სცადა, ხელისუფლებამ კი, მათი თავიდან აცილება მოახერხა. "ადამიანი ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისევლები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს - მინდა შევახსენო ყველას - ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობს გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ესეც - ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ "ომის პარტიის" წარმომადგენლებს უკრაინაში. მთავრობის მიერ არაერთი პროვოკაციის თავიდან აცილება მოხდა. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს - ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. საერთოდ როგორ ბედავენ სამხედროების საქმეზე საუბარს?! კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს ცხედრები და გამოიქცნენ თავად. ე.წ. მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს - მიწაზე იყო გართხმული და თავდაცვის მინისტრიც გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს კი, გამოდიან და ასეთი მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია რომ ქვეყნის მართვის სადავეებთან ყოფილიყო, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა. „მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის დაწყებას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?! საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20%, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს და მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს", - თქვა ღარიბაშვილმა.
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
კალასი: უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო შეთანხმება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
სენატორმა ბერნი სანდერსმა დემოკრატებს მოუწოდა, შეწყვიტონ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაფინანსება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)