02:26 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 10:46:02, 2141 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა კრივოი-როგის მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვეს.

"ტრაგიკული ღამე... ერთი დაღუპული, სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ, რუსებმა სამი რაკეტა გაისროლეს და თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი საწარმოს  ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულების მდგომარეობა ექიმების მიერ საშუალოდ ფასდება“, - წერს Telegram-ზე რეზნიჩენკო.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით იერიში მიიტანეს ნიკოპოლზეც. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics