19:04 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 10:23:58, 960 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს უყურებს

მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მგლოვიარე ხალხი "სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს" უყურებს.

"არ მეგულება არავინ არც ხელისუფლებაში, არც მხარდამჭერებში, ვინც განიცდიან ცოტა ისეთი ნათქვამია, მთელი გულით, სულით იმ ხალხთან ვართ, ვინც გლოვობს და პირადად მეც, რასაკვირველია, ვუსამძიმრებ. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციებს, რაც მეც, ჩემს მეგობრებს გვბოჭავს იმისთვის, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. მე ვერ ვიტყვი, რომ გულწრფელი სინანული და გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ამ თემის, ომის თემის ახლიდან წამოწევა, დღის წესრიგიდან არ იხსნება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში "იმედი LIVE".

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს უკრაინაში, ბახმუტთან ბრძოლაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. 24 თებერვლის შემდეგ, ომს სულ 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics