20:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 12:18:02, 994 ნახვა

პოლიტიკა
ენმ-ის ნაწილი პარტიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მოიწვიოს პოლიტსაბჭო და ჩანიშნოს არჩევნების თარიღი

მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბეჟაშვილმა თქვა, რომ პროცესის გაჭიანურება პარტიის ინტერესებისთვის სასარგებლო არ იქნება.

„პროცესის გადადება, დაყოვნება პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები. ამისთვის მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, რათა დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნას პოლიტსაბჭოს სხდომა, ჩაინიშნოს ეს სხდომა, განისაზღვროს და დადგინდეს წესი, დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ვფიქრობთ, პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით და ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარტიის ინტერესებისთვის არ იქნება სასარგებლო ამ პროცესის გაჭიანურება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნას მიღებული. ჩვენ ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. მზად ვართ, პროცესში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ, ვინაიდან არჩევნებმა, ახალმა თავმჯდომარემ უნდა გააერთიანოს პარტია, უნდა განაწყოს მთლიანად პარტიის შემადგენლობა და აქტივი ახალი ბრძოლებისთვის, ახალი გამოწვევებისთვის. ერთობით ყველა გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics