|
2022-12-01 17:31:14, 2310 ნახვა
რეგიონი
აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი
საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. IBTM World- ის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ. IBTM World არის წამყვანი გლობალური ღონისძიება შეხვედრების, ინსენტივების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა. გამოფენის პარალელურად ტარდება არაერთი პრეზენტაცია და წამახალისებელი აქტივობა ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაცნობად. გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ ,,The Headquarters" წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE ტურიზმის მიმართულებით ამზადებენ სტატიებს. ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.
ინფლაციური წნეხი, წინა თვეებთან შედარებით, გაზრდილია
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)