20:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 13:36:26, 916 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია „გლობალ პოინტზე“ - არ არიან ლობისტები, ინფორმაციის გავრცელებაზე იმუშავებენ

არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე,- საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია „გლობალ პოინტთან“ დაკავშირებით მამუკა მდინარაძის გაკეთებულ განცხადებას უარყოფს.

მისი თქმით, კომპანიის მიზანია, რომ გაავრცელოს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ და მათი მეშვეობით, ცნობილი ექიმები ჩამოიყვანოს.

"მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი ექიმების შემოყვანა და არ არიან ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავე. მაგრამ არ ამუშავებულა ეს კომპანია, არ ვიცი, ვნახოთ რას იზამენ. ელემენტარული ინფორმაციის გავრცელება იქნება",- განაცხადა ექსპრეზიდენტის დედამ. 

გიული ალასანიამ ასევე შეაფასა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ისევ სუსტად არის და მისი ორგანიზმი გაძლებაზეა. 

"მდგომარეობა ჯანმრთელობის არის იგივე - სიცხე, როგორც ყოველთვის, აქვს. სისუსტეც არის. მოკლედ გაძლებაზეა ადამიანი. რამდენ ხანს გაუძლებს ორგანიზმი, იმიტომ რომ ძალიან ცუდადაა",- ამბობს ალასანია. 

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ, ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოახდინოს. 

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ, უნდა აწარმოოს მედია პიარ-კამპანია ჰუმანიტარული მისიით მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდა მოახდინოს. 

მისივე ინფორმაციით, ამერიკულ კომპანია „გლობალ პოინტთან“ კონტრაქტი 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება და მას ხელს, სააკაშვილის დელეგირებით, მისი დედა გიული ალასანია აწერს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics