20:07 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 13:19:32, 884 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილის მდგომარეობაზე - ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია

ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანათგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ პატიმრის განთავისუფლება, - ასე გამოეხუმარა "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს.

კობახიძის თქმით,სააკაშვილის განთავისუფლების მომხრეებს მიზნად აქვთ,რომ ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას.

"ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ პატიმრის განთავისუფლება იმისთვის,რომ ქვეყანაში არიონ ვითარება მათ აქვთ განძრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას, რაც არ შედის ქვეყნის და ხალხის ინტერესებში", ვერანაირი ლობისტური კამპანიით ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას,ისინი ვერ დაარწმუნებენ, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე და რომ მისი განთავისუფლება არის მიზანშეწონილი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გამოაქვეყნა. 

"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics