12:21 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 19:31:39, 1182 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც ამის ინტერესი აქვს.

„პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა კლანებს შორის, ვინ ჩაიგდებს ხელში პარტიის სადავეებს, ვისი საკუთრება იქნება ეს კონკრეტული პარტია და პარალელურად, რა თქმა უნდა, მედიასაშუალებებზე, რომლებიც ასოცირდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვის ექნება გავლენა ამ მედიასაშუალებებზე. რა თქმა უნდა, იკვეთება კეზერაშვილი-მერაბიშვილის კლანი, რომელსაც აქვს ინტერესი. თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი, რომელიც ოლიგარქი გახლავთ, რომელმაც როგორ და საიდან იშოვა ფული, ყველამ იცის, დღეს თავის თავს უწოდებს მედიამენეჯერს, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ცხოვრებით უცხოვრია ამ ადამიანს. მიმდინარეობს დაპირისპირება. ეს დაპირისპირება უკვე სააშკარაოზე აქვთ გამოტანილი და დაველოდოთ მოვლენებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics