|
2022-11-23 18:31:37, 1529 ნახვა
ომი უკრაინაში
ფოტიგა - რუსეთი უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან
წარსულმა და აწმყომ აჩვენა, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი უნდა დამარცხდეს და ევროპამ არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ტერორისტებთან. "წარსულმა და აწმყომ აჩვენა, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, ჩვენ ამას მკაფიოდ ვამბობთ ამ რეზოლუციაში და ამას უნდა ჰქონდეს შედეგები. ტერორისტული სახელმწიფო - რუსეთი, უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან ან ვაკეთოთ მათთან ბიზნესი". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)