12:29 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 16:21:33, 1151 ნახვა

პოლიტიკა
დროებითია ის, რომ ამ დღის შემოქმედი დევნის მსხვერპლია, ხოლო მკვლელები ძალაუფლების ზენიტში არიან - „გირჩი მეტი თავისუფლება“

საქართველო გარდაუვლად დაუბრუნდება თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზას, - პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დღის მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო" ნაძირლები, მკვლელები, მატყუარები, თავხედები, მექრთამეები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან".

"გისურვებთ იმ რწმენის დაბრუნებას, რა რწმენითაც 19 წლის წინ დავიწყეთ ჭაობიდან ამოსვლა - რომ ჩვენც შეგვიძლია წარმატებული და ღირსების მქონე ქვეყნის აშენება!

ის, რომ ამ დღის მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირლები, მკვლელები, მატყუარები, თავხედები, მექრთამეები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან, დროებითია.

საქართველო გარდაუვლად დაუბრუნდება თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზას!

დიდება საქართველოს! 
დიდება უკრაინას!
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!",- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. დღეს აქტვისტები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და რუსული რეჟიმის დასრულების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ. 

აქციის ორგანიზატორი „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტია". სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბებიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics