01:57 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 13:46:37, 1592 ნახვა

ომი უკრაინაში
აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი - СБУ-მ კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში ჩხრეკა დაასრულა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში კონტრდაზვერვითი მოქმედებები დაასრულა.

უკრაინული მედია СБУ-ს პრესცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ასევე აღმოჩენილია ფული - 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, სულ 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი შემოწმდა. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფიული ტესტი. СБУ-ს ცნობით, მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

"ზოგიერთმა მათგანმა საბუთების შემოწმებისას სსრკ-ის პასპორტები და სამხედრო ბილეთები წარადგინა, მათ საერთოდ არ ჰქონდათ დოკუმენტების ორიგინალი, არამედ მხოლოდ მათი ასლები, ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეების პასპორტები გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით“, - ნათქვამია ანგარიშში. 

უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანში“ მუშაობდა.

„ის არის ამავე სახელწოდების რუსული კომპანიის ANTVAN GROUP-ის მფლობელის - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ო.ვ.ორლოვის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც უკრაინაში არაერთ მიწის ნაკვეთსა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებას ფლობდა. ამ დროისთვის ეს ქონება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დაყადაღებულია“, - განაცხადეს სამართალდამცველებმა.

ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვა მონასტრებში ჩხრეკა გუშინ დაიწყო. აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა კრემლი და ლავრაში ჩხრეკას რუსულ მართლმადიდებლობასთან ომი უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics