01:56 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 13:27:44, 1207 ნახვა

ომი უკრაინაში
ვიტალი კლიჩკო - კიევს შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ზამთარი ელოდოს

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე კიევის მოსახლეობა „ყველაზე უარესი სცენარისთვის“ უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ, DW- ის ცნობით, უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

როგორც მერმა აღნიშნა, კიევს შესაძლოა "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ზამთარი" ელოდოს. 

კლიჩკომ დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის დაშინებაში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს იყენებს.

„თუ ყველაფერი ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით წარიმართება, შესაძლოა საჭირო გახდეს ქალაქის ნაწილის ევაკუაცია, თუმცა ხელისუფლებას არ სურს, რომ საქმე აქამდე მივიდეს“, - თქვა კლიჩკომ 

2022 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ერთ დღეში  უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30% დაზიანდა . 

10 ოქტომბრის შემდეგ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეწყვეტილა.

ოკუპანტები ურტყამენ ელექტრო ქვესადგურებს, ჰიდროელექტროსადგურებს და თბოწარმოების ობიექტებს. ელექტროენერგიის შეწყვეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics