|
2022-11-23 12:53:37, 1042 ნახვა
პოლიტიკა
მუმლაძე - ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას აქციებით დავიწყებთ
ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, აუცილებლად დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია,- გიორგი მუმლაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე საკუთარი გეგმა წარადგინა და აქციები დაანონსა. როგორც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა აღნიშნა, ახლა საჭიროა ახალი ხედვები, რათა თანამედროვე სტანდარტის დანერგვით "ნაციონალური მოძრაობა" "რუსული რეჟიმის მთავარი ჩამნაცვლებელი გახდეს". "19 წლის წინ, აქ საქართველოს ბედი გადაწყდა და მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ- საქართველოში უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ამიტომ, ყველაზე დიდი იარაღი არის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გახდეს ეფექტური და აქტიური პოლიტიკაში. მთავარი, რაც იქნება ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, აუცილებლად დაიწყება კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ეს იქნება რუსი ოლიგარქის იძულებს კამპანია, რომელიც მიემართება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციების დაწყებით. ახლა საჭიროა ახალი ხედვები, თანამედროვე სტანდარტის დანერგვით, "ნაციონალური მოძრაობა" გახდეს მთავარი ჩამნაცვლებელი ამ რუსული რეჟიმის",- განაცხადა მუმლაძემ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს".
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)