|
2022-11-22 19:21:11, 913 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია - ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა
კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით,თუ ბავშვს აქვს ტემპერატურის მატება მნიშვნელოვანია რომ ის ოჯახის ექიმმა მართოს, დარჩეს ბინაზე და უმკურნალოს სიმპტომურად. „ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება. თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის, უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო ,მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ. რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა რომ ეს მდგომარეობა გართულდეს,ძალიან დაბალია. ასევე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტული წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით". - ნათქვამი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)