03:51 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 14:16:04, 322 ნახვა

პოლიტიკა
ლორთქიფანიძე: პოზიორობის გულისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენის პროცედურებს არ დავამძიმებთ

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს კანდიდატს არ წარუდგენს.

როგორც "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ყველა იმ ღირსეულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში მაღალი ნდობა იქნება გამოხატული.

"ჩვენ კანდიდატურას არ წარვადგენთ.ძალიან კარგად გვესმის, რომ უზენაესი სასამართლოს პირველი პირის პოსტი უნდა  ჩაიბაროს პირმა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა იმ ღირსეულ კანდიდატს, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნდობა იქნება გამოხატული",-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
კითხვაზე-რა მიზეზით არ  შესთავაზებს "გაერთიანებული დემორკატიული მოძრაობა" პრეზიდენტს საკუთრ კანდიდატს, ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ "პოზიორობის გულისთვის კანდიდატურის წარდგენის პროცედურებს არ დაამძიმებენ"

ლორთქიფანიძის აზრით, როცა კანდიდატურის ერთპიროვნული წარმდგენი საბოლოოდ მაინც პრეზიდენტია, არავითარი მნიშვნელობა დასახელებას არ ექნება და ასეთი  დასახელება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პოზიორობა.

"კანდიდატის დასახელების ერთპიროვნული უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენ პოზიორობის გულისთვის კანდიდატურების წარდგენის პროცედურებს არ დავამძიმებთ.გახსოვთ, რა მდგომარეობა  იყო სახალხო დამცველის კანდიდატის დასახელებისას, საქართველოს პარლამენტი იყო უფლებამოსილი აერჩია პირი მას შემდეგ, რაც წარიმართებოდა მნიშვნელოვანი დებატები სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის. საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილის პირადი შეხედულებისამებრ, პარლამენტმა აირჩია კანდიდატი, რომელსაც ერთი საათი არ გაუტარებია დებატების პროცესში დანარჩენ კონკურენტებთან ერთად. დღესდღეობითაც იგივე პროცესთან შეიძლება გვქონდეს საქმე. როდესაც მარგველაშილი არის ერთპიროვნული წარმდგენი კანდიდატისა, და მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაც კი უარს აცხადებს ასეთ კანდიდატთან დაკავშირებით ღია პოლიტიკური დებატები გამართოს საქართველოს პრეზიდენტთან, აქ ნებისმიერ სხვა ტიპის პოზიორობას არავითარი შინაარსობრივი დატვირთვა არ ექნება.კანდიდატის დასახელების ერთპიროვნული უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენ პოზიორობის გულისთვის კანდიდატურების წარდგენის პროცედურებს არ დავამძიმებთ.ხშირ შემთხვევაში როდესაც იცით, რომ შენი კანდიდატურის დასახელების და მიუხედავად,  არავითარი მნიშვნელობა დასახელებას შედეგად  არ მოყვება, ასეთი დასახელება შეიძლება განიხილებოდეს როგორც პოზიორობა",-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ლადო ჭანტურიამ, ან ლევან მურუსიძემ დაიკავოს, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ის არც ერთ მათგანს მხარს არ დაუჭერს. 

"ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია ლადო ჭანტურიას კანდიდატურასთან დაკავშირებით, პიროვნულად და სუბიქტურად მე მას მხარს ვერ დავუჭერ, მიუხედავად იმისა, წარადგენს თუ არა მარგველაშვილი, რადგან ეს პიროვნება თავის დროზე იყო.

იმ პირობებშიც კი, როდესაც სააკაშვილმა გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შევიდა მთელი რიგი ანტიდემოკრატიული ნორმები.მაშინ ლადო ჭანტურიასგან საპროტესტო ნოტა არ მსმენია.

დღეს მოსამართლეთა შორის ნაკლებად მეგულება ისეთი მოსამარლე,  რომლის  მხარდაჭერასაც შევძლებდი.უბრალოდ, ძალიან ბევრი მოსამართლე დღესდღეობით არის  დისკრედიტირებული. მურუსიძე იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, რომელი მოსამართლეც არ უნდა იყოს, ადამიანები რომლებიც ამ 9 წლის განმავლობაში საქართველოს სახელით ადგენდნენ განაჩენებს, რომელთა უკანაც ხდებოდა ადამიანის უფლებების უხეში ფეხქვეშ გათელვა, ასეთი ტიპის მოსამართლეების მხარდაჭერისთვის მე და ჩემი პოლიტიკური გუნდი მზად ვერ ვიქნებით",-განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ექსპრესნიუსს".

ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics