03:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 10:22:50, 1672 ნახვა

ომი უკრაინაში
The Guardian - ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი ჯარისკაცების ცხედრები ნაგავსაყრელზე დაწვეს

ხერსონის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ოკუპაციის დროს რუსებმა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ქალაქის გარეუბანში მდებარე ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გადაიტანეს და სავარაუდოდ, იქ დაწვეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ხერსონის მაცხოვრებლებს ამ ნაგავსაყრელთან მიახლოება აკრძალული ჰქონდათ, რადგან იგი შემოღობილი ჰქონდათ "ცნობისმოყვარე თვალებისგან".

ადგილობრივები Guardian-თან ყვებიან, რომ ოკუპანტები იქ რუსი სამხედროების ცხედრებს წვავდნენ. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ დაინახეს შავი ჩანთებით დატვირთული რუსული ღია სატვირთო მანქანები.

მათივე თქმით, რუსმა სამხედროებმა შავ ჩანთებს შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს. მცხოვრებლების ნაწილი მედიასთან ამბობს, რომ მათ პირადად არ უნახავთ რუსი ჯარისკაცების სხეულები.

"ყოველთვის, როცა ჩვენი არმია რუსებს ბომბავდა, მათ ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადაჰქონდათ და წვავდნენ",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემასთან საუბრისას.

სატვირთო მანქანის მძღოლმა და ასევე ნაგავსაყრელის თანამშრომელმა, აღნიშნა, რომ რუსებს შეეძლოთ ეს ტერიტორია დაენაღმათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიღებულ ინფორმაციას დამოუკიდებლად ჯერჯერობით ვერ ადასტურებს. თუმცა, ნაგავსაყრელზე რუსული დროშების, უნიფორმების და ჩაფხუტების ნაშთები მაინც ჩანს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics