03:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 09:46:57, 1232 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადის მთავრობამ სახელმწიფო ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას გადაეცემა

კანადის მთავრობამ გამოუშვა სახელმწიფო ობლიგაციები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„იმისთვის, რომ კანადელებს მიეცეთ საშუალება, პირდაპირ მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, კანადის მთავრობა დღეს „უკრაინის სუვერენიტეტის“ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ობლიგაციებს გამოუშვებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ობლიგაციების გამოშვების ინიციატივა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გასულ თვეში, უკრაინელების კონგრესში მონაწილეობისას გამოაცხადა.

"თანხები დაეხმარება უკრაინის მთავრობას, გააგრძელოს უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი სერვისები ამ ზამთარში, პენსიების გადახდა, საწვავის შესყიდვა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა", - ამბობს ტრუდო. .

ყველა მსურველ კანადელს, ისევე როგორც უცხოელებს, შეუძლიათ შეიძინონ სახელმწიფო ობლიგაციები.

„კანადელები, რომლებიც შეიძენენ ამ ფასიან ქაღალდებს, დე ფაქტო შეიძენენ ხუთწლიან ჩვეულებრივ კანადურ სახელმწიფო ობლიგაციებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთით 3.3%, რაც დამოკიდებული იქნება ბაზრის პირობებზე ტრანზაქციის დროს. კანადელებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთი ინვესტიციების უსაფრთხოებაში, რაც სრულად არის დაცული კანადის AAA საკრედიტო რეიტინგით“, - განმარტა სამინისტრომ.

ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებული ყველა თანხა კანადის მთავრობა გადაირიცხება სავალუტო ფონდის სპეციალურ ანგარიშზე. 

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან დღემდე, კანადამ უკრაინას უკვე 2 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. გარდა ამისა, კანადამ კიდევ 2,5 მილიარდი დოლარი გამოყო სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების სახით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics