|
2022-11-21 17:07:18, 816 ნახვა
პოლიტიკა
დავითაშვილი - 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებლებზე
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი გაიზარდა 34 პროცენტით და 4,5 მლრდ. აშშ. დოლარი შეადგინა. აქედან ადგილობრივი ექსპორტი 35 პროცენტით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 100 მლნ დოლარს შეადგინს. „იანვარ - ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვა 15 მილიარდს გადაცდა და წინა წელთან შედარებით, 33 პროცენტით გაიზარდა" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ინვესტიციების ზრდის დინამიკას. მისი თქმით, 2022 წელი პოზიტიური იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისითაც. „2022 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 102.0%-ით გაიზარდა და 922.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 62.5%-ს შეადგენს. ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 42.5%-ს გაუტოლდა" - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)