04:39 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 09:05:26, 1355 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე 700-ზე მეტი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი ავრცელებს.

კოსტინის თქმით, დაღუპულთა 90%-ზე მეტი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეა. 

"ჩვენ გვესმის, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით დიდია, რადგან ჯერჯერობით ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე წვდომა არ გვაქვს", - განაცხადა კოსტინმა.

კოსტინის თქმითვე, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის პროკურატურამ 45 000-ზე მეტი სავარაუდო ომის დანაშაული დაადგინა. ამასთან, ომის სავარაუდო დანაშაულებში 216 რუსი სამხედროა ეჭვმიტანილი. მათგან 17 სამხედრო ტყვეა, დანარჩენს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

სასამართლო 60 პირის საქმეს განიხილავს, მათგან 12 კი უკვე გაასამართლეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics