2022-11-20 16:50:25, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
შოლცი პუტინს - შეაჩერეთ ეს ომი, არც ერთი ქვეყანა მეზობლის უკანა ეზო არ არის
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს და ომის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
შოლცმა სოციალ-დემოკრატების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არც ერთი ქვეყანა მეზობლის უკანა ეზო არ არის.
"შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაათავისუფლეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ შეიძლება უკრაინისთვის რუსეთის მიერ ნაკარნახევი იყოს. არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო და არავის აქვს უფლება, მიითვისოს სხვისი ტერიტორია", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,