12:41 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 12:02:41, 801 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - გათელილი ღირსებიდან მივედით ღირსების უზენაესობამდე, სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულება ადამიანის ღირსების დაცვაა

იუსტიციის მინისტრმა „იმედის" ეთერში პენიტენციურ სისტემაში „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. 

რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციური სისტემა არის სახელმწიფოში უფლებრივი მდგომარეობის ანარეკლი და ყველაზე კარგად გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ინდივიდისადმი და თუ რაოდენ დაცულად შეიძლება ინდივიდმა იგრძნოს თავი.
 
„ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პენიტენციური სისტემა შეიძლება დავახასიათოთ რამდენიმე სიტყვით; კერძოდ, ეს არის დრო, როდესაც გათელილი ღირსებიდან მივედით ღირსების უზენაესობამდე. მთავარი, რაც მოხდა, ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გარდატეხაა. სახელმწიფომ გაისიგრძეგანა, რომ მისი უმთავრესი ვალდებულება არის ადამიანის ღირსების დაცვა. CPT 2011 წელს წერდა, რომ საქართველოში, პენიტენციურ სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა – ეს იყო სისტემური პრობლემა, ხოლო გასულ წელს, როდესაც ჩვენ გვქონდა CPT-ის დაუგეგმავი ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდგომ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელშიც მითითებული არის, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს არის, ვფიქრობ, ყველა კითხვაზე პასუხი, თუ რა ხდება საქართველოში პენიტენციურ სისტემაში", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics