|
2022-11-19 12:03:13, 748 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
18-20 ნოემბერს, გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 მასპინძლობს. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით ტარდება. აღინიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ორ წლიანი პაუზის შემდეგ, ოცწლიანი ტრადიცია განახლდა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, კონფერენციები, განხილვები და თემატური დისკუსიები. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2022 „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები, საკონსულტაციო მომსახურება და თანამედროვე ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა მეწარმეებისა და ფერმერებისთვის როგორც სიახლეების გაცნობის და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების, ასევე, საქმიანი კონტაქტების და პარტნიორების მოძიების კუთხით. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული გამოფენა ხელმისაწვდომი იყოს რეგიონებში მცხოვრები ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისთვის. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-20 საერთაშორისო გამოფენას 800-მდე ფერმერი ესწრება საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)