12:51 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 13:55:46, 1409 ნახვა

პოლიტიკა
ანა ბუჩუკური - ყველას კარგად ახსოვს, როგორ ეძახდა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ეძახდა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი, ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“,- ამის შესახებ პარტია „საქართელოსთვის“ წვრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, უხერხულია პერსონალურად ღარიბაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან, ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება.

„პრემიერი აქ ლექციას კითხულობდა, რომ თურმე არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება. ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ეძახდა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი მისი პოლიტიკური გუნდი, ყოფილ თანაპარტიელს „კოკაინშიკს“, „მაზაკვალს“, „მოღალატეს“ ეს ყველას ძალიან კარგად გვახსობს, ამიტომ უხერხულია პერსონალურად თქვენი და თქვენი გუნდის მხრიდან, ვინმესთვის იმის მოწოდება, რომ შეურაცხყოფა არ შეიძლება - დიახ, არ შეიძლება, ბატონო ირაკლი!“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics