01:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 13:19:04, 889 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ევროპარლამენტშიც არავინ დაობს, რომ საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით

არავინ არ დაობს, არც ევროპარლამენტში და არც არსად, რომ საქართველო 10 თავით წინ უსწრებს და უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ევროპეიზაციის გზისთვის ყველაზე მეტი გააკეთა.

„მინდა ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ რაც 2012 წელს 1 ოქტომბერს ის მახინჯი ფსევდო-დემოკრატიული სისტემა თავისი შინაარსით, მმართველობის ფორმებითა და გამოხატვით იყო აბსულუტურად დეგრადირებული, ავტროკრატიული, დიქტატორული რეჟიმი. მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაამსხვრია ეს სისტემა, მას შემდეგ ჩვენმა გუნდმა და ყველამ ერთად, რასაც ქვია ევროპეიზაციის გზისთვის ყველაზე მეტი გავაკეთეთ.

მე მინდა რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო, რომ პირველი ჩვენი დოკუმენტი რაც არის გზამკვლევი არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს, 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს საუბარი მოლაპარაკებებზე, ვიზალიბერალიზაციის საქმოქმედო გეგმა მხოლოდ მას შედმეგ გადმოგვეცა, რაც ჩვენ მოვედით ხელიფუფლებაში და რეალურად ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, ვაჭრობის ხელშეკრულებასა და უვიზო რეჟიმს.

ახლა უკვე ამ რეალობის გათალისწინებუით დაჩქარდა გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენჭა ევროპული პერსპექტივა.

არავინ არ დაობს, არც ევროპარლამენტი და არც არსად, რომ საქართველო შეიძლება 10 თავით წინ უსწრებს და უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებუით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ამით არაფერი არ შეცვლილა, გარდა ერთი მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა.

ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა ამ გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვისთვის განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით, ვინაიდან უკრაინა არის ომში ამიტომ მიიღეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხოლო ვინაიდან მოლდოვა ომთან გათანაბრებულ და მეტად რთულ მდგომარეობაში - მათაც იგივე ავანსად მიიღეს სტატუსი. თუმცა იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა, ანუ მათ მიეცად ავანსად, წამახალისებელი ერთგვარი სტატუსი, მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები.

საქართველოს შემთხვევაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და პირობები. მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთი კონკრეტული ციკლი, რომელიც ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი შრომის შემდეგ დაიხურა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics