13:01 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 17:50:49, 886 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ქართული ოცნება“ გადაიქცა რუსულ ოცნებად, რუსი ოლიგარქი გვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს

ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, არანაირი 12 პუნქტი არ შესრულდება,ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს კრემლიდან აქვს მიღებული დავალება, რომ ევროპისკენ ნამიჯები არ გადადგას. 

„ახლა რამეზე თვალის დახუჭვა და არაქტიურობა არის დანაშაული ქვეყნის წინაშე, ყველამ კარგად ვიცით, როგორ გადაიქცა "ქართული ოცნება" რუსულ ოცნებად,ცივილიზებულ სამყაროს გვაშორებს რუსი ოლიგარქი და მისი კრიმინალური რეჟიმი,დაშორდნენ ამერიკას და ევროპას და ჩაეხუტნენ ევტუშენკოვს,პუტინს და რუსეთს.არანაირი 12 პუნქტი არ შესრულდება,ვინაიდან კრემლიდან აქვს დავალება ბიძინა ივანიშვილს,რომ არანაირი ევროპა,შესაბამისად ბიძინა ივანიშვილისგან აქვს დავალება პარტია "ქართულ ოცნებას",რომლებიც ამას ასრულებენ,ილუზიაა ის,რომ ამათ რამის შესრულება უნდათ “ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics